ეკონომიკა

პირველ და მეორე შვილზე იპოთეკური სესხის 6% დაუფინანსდებათ, მესამეზე - 8%

დღეს, 6 ივლისს, ეკონომიკის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის - ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის, შესახებ დეტალებზე განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

ნათია თურნავას თქმით,  პირველი ან მეორე შვილის შეძენისას  ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზეა საუბარი.

"პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დავაფინანსებთ, მესამე ან ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში კი საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა. როგორც კი დამტკიცდება და ამოქმედდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით. პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება“. – ამბობს თურნავა.

საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდებათ, პროგრამის განსახორციელებლად კი 2021-22 წლებში 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

კომენტარები