პრაიდის კვირეული

კრამონი: ქართული ოცნება არ გმობს დამნაშავეებს, რაც ახალისებს ძალადობას

საქართველოს კონსტიტუცია ყველას აძლევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაა და სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას ეს თავისუფლებები. როცა ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებს და LGBT+ [წარმომადგენლებს] და საქართველოს ხელისუფლება ამას უყურებს, ეს არის კანონის უზენაესობის ჩამოშლის სახიფათო ნიშანი.

როცა ქართველი ლიდერები, ქართული ოცნება, კონსტიტუციის გარანტორის მანდატით მოქმედების ნაცვლად, სპეკულირებს ამ საკითხით და არ გმობს დამნაშავეებს, ეს მხოლოდ ახალისებს ძალადობას. რა გასაკვირია, რომ პოლიციამ ვერ შეძლო და არ სურდა დაზარალებულების დაცვა.

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები