პრაიდის კვირეული

ქეთი დოლიძე: ბაზალეთის ქუჩაზე ჩემს შვილიშვილს გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში

ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი ამას ვამბობ, პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება!

საით მიდიხართ, ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ?

ასე იცავთ "ქართველობას"?

რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!

წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში. დღეს, 5 ივნისს ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე პუტინისტი ჯგუფები ქუჩებში ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ძალადობრივად უსწორდებოდნენ.

კომენტარები