პრაიდის კვირეული

კალაძე: მეგობრებო, თანამოქალაქენო, დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია

მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ!

დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.

ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია.

გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება

წერს თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე პუტინისტური ჯგუფების ძალადობაზე. რამდენიმე დღის წინ კალაძემ თქვა, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პრაიდის კვირეულის ჩატარება, "ვინაიდან არსებობს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ საწინააღმდეგო ფაქტს". 

ღირსების მარშის კონტრაქციაზე შეკრებილმა პუტინისტურმა ჯგუფებმა არაერთი ჟურნალისტს სცემეს, მათ დაარბიეს თბილისი პრაიდის და სირცხვილია ოფისები, საცემად დასდევდნენ ბავშვებს და ამტვრევდნენ მანქანებს. შსს-მ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, თუმცა, არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები