პრაიდის კვირეული

გოლეთიანი: საპატრიარქოს მოწოდებას შემოვუერთდით, ვეწინააღმდეგებით პრაიდის იდეას

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

ე.წ რიონის ხეობის მცველები თბილისში ჩამოვიდნენ, ვარლამ გოლეთიანი, მაკა სულაძე და სხვები უკვე ქაშვეთთან იმყოფებიან. მათი თქმით, დედაქალაქში საპატრიარქოს მოწოდების გამო, პარაკლისზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

"იმაზე უფრო მშვიდობინა ფორმა, რაც არის პარაკლისი იმის გასაპროტესტებლად, მრაც მიუღებელია ჩვენთვის, მსოფლიოში არ არსებობს" - ამბობს მაკა სულაძე.

ვარლამ გოლეთიანის თქმით კი, პრაიდის იდეა "სამოქალაქო ერთობას უქმნის საფრთხეს".

"ჩვენ საპატრიარქოს მოწოდებას შემოვუერთდით, იცით, მრევლის მისამართით გაკეთდა და ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრი და მრევლი, შემოვუერთდით მწოწოდებას. იცით, რომ ვეწინააღმდეგებით პრაიდის იდეას.

ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და ვემიჯნებით, უბრალოდ, ვიცავთ ჩვენს უფლებას მათ შორის, რომელიც არ სცილდება იმ ფარგლებს, რომ მოვიდეთ, დავდგეთ და დგომით გამოვხატოთ ჩვენი უფლების დაცვა. 

თავად პრაიდის იდეა სამოქალაქო ერთობას უქმნის საფრთხეს... ადამიანთან, რომელიც თავისი ცხოვრების წესის აფიშირებას არ ხდენს და პროპგანდას არ უწევს, მასთან პრობლემა არ გვაქვს" - თქვა გოლეთიანმა.

დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპისი, მეუფე იაკობი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს.

კომენტარები