პრაიდის კვირეული

შსს-ში არ აქვთ ინფორმაცია, დააკავეს თუ არა ჟურნალისტებზე თავდამსხმელები

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, დააკავეს თუ არა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

ღირსების მარშის კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებს, [ფორმულას, რუსთავი 2-ის, On.ge-ის, ნეტგაზეთისა და სხვა მედიების წარმომადგენლებს] ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა ჟურნალისტები აქციას განარიდეს.

კომენტარები