პრაიდის კვირეული

ნაკაიძე პრაიდზე: სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება

დღეს დაანონსდა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის საპირისპირო აქცია.

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, როდესაც საფრთხე ექმნება კონსტიტუციური უფლების რეალიზებას, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სახელმწიფოში ნებისმიერი ინსტიტუცია უნდა იდგეს მშვიდობის, სამართლიანობის, თანასწორობის და სტაბილურობის მხარეს.

ნებისმიერი მცდელობა, დაირღვეს კონსტიტუციური წესრიგი, უნდა იქნეს აღკვეთილი შესაბამისი სამართლებრივი და პროპორციული მექანიზმებით.

განსხვავებული მოქალაქეები თუ ვერ ვისწავლით თანაცხოვრებას, ვერასოდეს ჩამოვაყალიბებთ სამართლებრივ სახელმწიფოს.

საქართველო თანაბრად ეკუთვნის ყველას, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად.

იმედი მაქვს, ყველას, მათ შორის რელიგიურ ინსტიტუტებსაც, ექნებათ ნება, დადგნენ მშვიდობის, თანასწორობისა და სამართლიანობის მხარეს და არ გახდნენ ადამიანთა დაპირისპირების მიზეზი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფომ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს და იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად!

წერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით.

კომენტარები