კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დღეს ქვეყანაში 15-20% ინდური შტამი ცირკულირებს

27 დადასტურებული ინდური შტამის შემთხვევა არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ შემდეგ, დაახლოებით, შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს. 

აბსოლუტურად რეალურია, რომ აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს [ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები], ეს ასე მოხდა იგივე ბრიტანეთში, რომელიც ყველაზე კარგი მაგალითია. სხვათა შორის, დღეს ევროპაში, სამწუხაროდ, მესამე ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ევროპაში ბრიტანეთია, მერე მოდის კვიპროსი და მესამეზე ვართ ჩვენ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები