ბოლო 24 საათში Covid -19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 964 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.42 %-ია. გამოჯანმრთელდა 607 პირი.
დღეს, 2 ივლისს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობა– 2,74 პროცენტი. ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი.
ამასთან ერთად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმთელებულ პაციენტებს, პანდემიის დაწყებიდან სულ 353 231 ადამიანი გამოჯანმთელდა.





