ტურიზმი

1-ელი ივლისიდან Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილებს ნიდერლანდები ტურისტულადაც უშვებს

ნიდერლანდები

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერტიფიკატსაც/ცნობასაც.

რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი (და არა ძალიან მაღალი) რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება მხოლოდ იმ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას.

ამასთან ერთად, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც:

• გაიკეთა იმ ვაქცინის 2 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;
• გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 1 დოზას; ან
• მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;

რაც შეეხება ვაქცინებს, ნიდერლანდები ცნობს ყველა იმ ვაქცინას, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) მიერ (ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac)

ასევე, სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის/ცნობის წარდგენის შემთხვევაში, საჭირო აღარ არის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

სერტიფიკატს/ცნობას, რომელსაც საზღვარზე წარადგენენ, უნდა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

• პირის სრული სახელი;
• ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია;
• ვაქცინა;
• თითოეული დოზის გაკეთების თარიღი;
• ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა;
• ცნობის/სერტიფიკატის გამცემი;
• ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური;
• ცნობის/სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი;

კომენტარები