კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 980 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.2%-ია

DW

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 579  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 980  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.2%, ბოლო 14 დღის - 2.66%, ბოლო 7 დღის - 2.86%.

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში 663 გამოვლინდა, აჭარაში - 38, იმერეთში - 95, ქვემო ქართლში - 51, შიდა ქართლში - 18, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 39, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081, საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 605 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 747 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 601 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პაციენტი. 

პირველი ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  367 058 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 352 624 გამოჯანმრთელდა,  5 327 გარდაიცვალა.

კომენტარები