კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 010 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.53%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 617 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.53%, ბოლო 14 დღის - 2.59%, ბოლო 7 დღის - 2.69%.

ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან თბილისში 677 გამოვლინდა, აჭარაში - 58, იმერეთში - 83, ქვემო ქართლში - 65, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 31, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989, საიდანაც 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 561 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 759 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 586 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პაციენტი. 

30 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 366 078 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 გარდაიცვალა.

კომენტარები