კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ყველაფერი, რაც ვაქცინების მობილიზებისთვის შეიძლებოდა გაკეთებულიყო, შესრულდა

დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის გეგმას ყველა იცნობთ. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მასიური ვაქცინაციის კამპანია დაგეგმილი იყო მე-3 კვარტალიდან, რაც ასეც მოხდება. გამომდინარე გლობალური მოწოდების პრობლემებიდან და მთელი რიგი ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმის მოლოდინი არც არასდროს გვქონია, რომ მასიური ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობა გვექნებოდა მარტში ან აპრილში. ის ერთეული დოზები, რომელიც კოვაქსიდან მივიღეთ, ეს იყო სასტარტო პერიოდისთვის, რაც ქვეყანამ გაიარა საკმაოდ წარმატებით. ასეთი ტიპის პროგრამებში მსგავსი ხარვეზები ყოველთვის არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური მენეჯმენტი. 

ის ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო ქვეყნის დონეზე გაკეთებულიყო, გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალურად გავიაროთ ყველა ნაბიჯი და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამის გაკეთება იყო შესაძლებელი და არ გაკეთდა. მაგრამ, ჩემი შეფასებით, ყველაფერი შესაძლებელი, რაც ქვეყანაში ვაქცინების მობილიზებისთვის, შესაძლოა, გაკეთებულიყო, ნამდვილად შესრულდა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის ვაქცინებზე საუბრისას.

კომენტარები