საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 709 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.02%, ბოლო 14 დღის - 2.5%, ბოლო 7 დღის - 2.45%.
ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში 749 გამოვლინდა, აჭარაში -41, იმერეთში - 122, ქვემო ქართლში - 102, შიდა ქართლში - 29, გურიაში - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 44, კახეთში - 71, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601, საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 611 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 351 პირი - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 594 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პაციენტი.
29 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 365 068 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 351 144 გამოჯანმრთელდა, 5 297 გარდაიცვალა.





