ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

ენდი მარი ბასილაშვილზე: ასეთი ბრალდებების შემთხვევებში პროტოკოლი უნდა არსებობდეს

ყოფილი N1 ჩოგანი, ენდი მარი ამბობს, რომ ისეთი ბრალდებების შემთხვევებში, როგორიც ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ არის გამოთქმული, "უნდა არსებობდეს პროტოკოლი და პროცედურები".

ნიკოლოზ ბასილაშვილს მისი ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი, ძალადობაში ადანაშაულებს.

"ჩემი აზრით, ასეთი ბრალდებების შემთხვევებში უნდა არსებობდეს [ჩოგბურთელის მიმართ] პროტოკოლი და პროცედურები. ზუსტად არ ვიცი, [სასამართლო] პროცესების შინაარსი, მაგრამ რაც გავიგე, ეს ყველაფერი კარგი არ არის. ATP-მ, მმართველმა ორგანოებმა, ITF-მ და სლემებმა უნდა შეიმუშაონ პროცედურები, ჩემი აზრით". – თქვა ენდი მარიმ.

დღეს, 28 ივნისს, 20:00 საათზე, ენდი მარისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაში გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კომენტარები