ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

კახაძე ბასილაშვილზე: ღვიძლი ყველა შხამს თავის სასიკეთოდ გარდაქმნის, ეს ენერგია აქვს მასაც

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე, მუცლადმყოფ პერიოდში და ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. 

მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ დარტყმაზე მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. 

არის ასეთი ორგანო ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხმას გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი. 

13 მარტს საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კომენტარები