ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

"ვგმობთ ძალადობას" – ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე ქართველო ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება მართვეს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ფეხბურთელები წერენ, რომ სპორტსმენის გამარჯვება არ უნდა გახდეს ძალადობის გადაფარვისა და მისი გამართლების საფუძველი.

"ქსკ მართვეს ფეხბურთელებს გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ  სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო. ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.  
სოლიდარობა ყველა ქალს ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!", - წერის განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

13 მარტს საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები