ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

კახაძე: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე, მუცლად ყოფნის პერიოდში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე, მუცლადმყოფ პერიოდში და ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. 

მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ დარტყმაზე მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის...

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ, პარლამენტში მიმდინარე სესიაზე თქვა. 

13 მარტს საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კომენტარები