ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

ბასილაშვილი: გავრცელებული ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილია, არ მსურს დეტალებზე საუბარი

მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში .

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი FACEBOOK-ზე ეხმაურება რამდენიმე დღის წინ TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2021 წლის 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კომენტარები