კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 352 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.5%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 074 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.5%, ბოლო 14 დღის - 2.47%, ბოლო 7 დღის - 2.34%.

ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან თბილისში 225 გამოვლინდა, აჭარაში - 21, იმერეთში - 23, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 23, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107, საიდანაც 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 598 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 4 907 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 600 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პაციენტი. 

28 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 363 874 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 გარდაიცვალა.

კომენტარები