საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 928 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 754 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.1%, ბოლო 14 დღის - 2.47%, ბოლო 7 დღის - 2.33%.
ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან თბილისში 435 გამოვლინდა, აჭარაში - 35, იმერეთში - 76, ქვემო ქართლში - 54, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 35, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951, საიდანაც 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 585 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 804 პირი - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 639 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პაციენტი.
26 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 362 937 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 348 705 გამოჯანმრთელდა, 5 255 გარდაიცვალა.





