კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ დისტანცია უნდა იყოს დაცული

კორონავირუსის გადადება წყალს ნამდვილად არ უკავშირდება, წყლით არ გადაგედებათ კორონავირუსი. არც გარუჯვის დროს, მზისგან არ მოვა. კორონა მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე სხვაგვარად მოქმედებს კიდევ ადამიანის ორგანიზმზე, დამაზიანებლად. ამიტომ ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ, თუ 3-4 ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია პრევენციული საშუალებები იყოს, დისტანცია უნდა იყოს დაცული.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ZOOM-ში გამართულ ვებინარზე.

კომენტარები