ევროპული საქართველო

ბოკერია: რეჟიმს მიაჩნია, რომ მათი შანსია, რაც შეიძლება, ცოტა დრო დარჩეს არჩევნებამდე

ყველასთვის ნათელია, რომ უმძიმესი ვითარებაა ჯანდაცვის სფეროში, სიკვდილიანობის ზრდა, მძიმე ვითარება საავადმყოფოებში, ეკონომიკაში ინფლაცია და გაუარესება ყოველდღე და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, ივანიშვილის რეჟიმს მიაჩნია, რომ მათი შანსია, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო იყოს არჩევნებამდე, რათა ამ ბრაზმა არჩევნებზე გამოხატულება არ პოვოს, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ჩვენი ამოცანები და მე ვთვლი, რომ სწორი მუშაობისა და მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში შედეგი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის მკაფიო პოლიტიკური განაჩენის გამოტანა. 

რა თქმა უნდა, განზრახვა ის არის, რომ გაურთულოს ოპოზიციასა და საზოგადოებას არჩევნებისთვის მომზადება, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა მათ არ უნდა მივცეთ. 

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია იმ ფაქტს, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, თუკი ამ არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ს ვერ მიიღებს, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. 

კომენტარები