კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 699 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.05%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 104 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.05%, ბოლო 14 დღის - 2.45%, ბოლო 7 დღის - 2.4%.

ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან თბილისში 418 გამოვლინდა, აჭარაში - 36, იმერეთში - 57, ქვემო ქართლში - 51, შიდა ქართლში - 36, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653, საიდანაც 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 585 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 476 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 657 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პაციენტი. 

25 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 362 183 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 348 267  გამოჯანმრთელდა, 5 237 გარდაიცვალა.

კომენტარები