რეზო ამაშუკელი

ილია მეორე: რეზო ამაშუკელის შემოქმედებაში ძირითადია ღვთისა და მამულის მსახურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქართველ პოეტს, რეზო ამაშუკელს დაბადების დღის მისალოცად ოფიციალური წერილი გაუგზავნა. წერილის ფოტოს პოეტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

მისალოც წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონ რევაზ ამაშუკელის დაბადებიდან 85 წლისთავის გამო

ღვთისა და მამულისთვის მსახურება ყოველთვის უმთავრესი თემა იყო ქართულ მწერლობაში. ბატონ რევაზ ამაშუკელის შემოქმედებაშიც ეს მიმართულება არის ძირითადი და, ამასთან, მეტად ორიგინალურად წარმოდგენილი. მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი. 

დაბადების საიუბილეო თარიღს ვულოცავთ დიდ პოეტს და შევთხოვთ უფალს, მოჰმადლოს ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და შემდგომშიც ნაყოფიერი მოღვაწეობა სამშობლოს საკეთილდღეოდ. 

სიყვარულითა და პატივისცემით, 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

რეზო ამაშუკელს დაბადების დღე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც მიულოცა.

კომენტარები