რეზო ამაშუკელი

პრემიერი რეზო ამაშუკელის პანაშვიდზე მივიდა, ამაშუკელის ცხედარი სამებაშია დასვენებული

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ამაშუკელის პანაშვიდზე მივიდა. მწერალთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. 

ფოტოები საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 

პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო ამაშუკელი 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. 1986 წელს დაინიშნა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1988-89 წლებში კი იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1993 წელს ის აირჩიეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ.

ჯერჯერობით უცნობია, სად დაკრძალავენ მას. კულტურის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ვერ დაგვიდასტურებენ, იგეგმება, თუ არა რეზო ამაშუკელის დიდუბის, ან მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა და რომ მის ოჯახთან "სხვა ვარიანტებზე მიდის მსჯელობა".  

კომენტარები