2021 წელს გარდაცვლილები

პირველი ანტივირუსული პროგრამის შემქმნელი, ჯონ მაკაფი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ჯონ მაკაფი
ფოტო: cnn.com

მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ანტივირუსული პროგრამის, McAfee-ს შემქმნელი, ჯონ მაკაფი 75 წლის ასაკში ბარსელონის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთის იუსტიციის სამსახურის ცნობით, 23 ივნისს მაკაფიმ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, ერთი დღით ადრე კი სასამართლომ მისი აშშ-ში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. 

მაკაფის ბრალად ედებოდა თაღლითურ სქემებში მონაწილეობა, გადასახადებისთვის თავიდან არიდება და ფულის გათეთრების მიზნით კრიპტოვალუტის გამოყენება. ის 2020 წელს ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. 

მაკაფი ბრალდებებს უარყოფდა. მისი თქმით, გამოძიება და საქმის წარმოება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რადგან მან არაერთი პოლიტიკოსი, კომპანია და ორგანიზაცია ამხილა. 

McAfee-ს მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 12.2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 
 

კომენტარები