საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 469 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 861 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.15%, ბოლო 14 დღის - 2.43%, ბოლო 7 დღის - 2.45%.
ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში 368 გამოვლინდა, აჭარაში - 48, იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 37, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577, საიდანაც 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 579 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 386 პირი - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 674 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პაციენტი.
24 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 361 484 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 გარდაიცვალა.





