ბელარუსი

ლუკაშენკო EU-ს: მუხლებზე უნდა დაგვიდგეთ და ილოცოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადეთ

ალექსანდრ ლუკაშენკო
belta

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. მან კომენტარი ბრესტში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის შემკობის შემდეგ გააკეთა. 

ლუკაშენკოს თქმით, მას სანქციებზე თანხმობა ყველაზე მეტად გერმანიისგან გაუკვირდა. მთელი სიტყვით გამოსვლის განმავლობაში, ლუკაშენკო საუბრობდა მეორე მსოფლიო ომის მაგალითებზე და ცდილობდა კონტრასტის გავლებას ამჟამინდელ სიტუაციასთან. 

"ვისგანაც არ ველოდით ამ კოლექტიურ მოლაპარაკებაში მონაწილეობას, ეს გერმანია იყო. ისინი, ვისი წინაპრებმაც დიდი სამამულო ომის დროს გაანადგურეს არა ყოველი მესამე ბელარუსი, არამედ მილიონობით ჯერ არდაბედებული ბავშვი. გასული საუკუნის 45 წლის შემდეგ ხომ გერმანელები მთელი 80 წლის განმავლობაში დაეხეტებოდნენ მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ნანობდნენ, ბღაოდნენ, მუხლებზე იდგნენ , ითხოვდნენ მემორიალების გახსნას, დაუმარხავი გერმანელების – თქვენს მიწაზე შემოსული ფაშისტების დამარხვას. ჩვენ კეთილები და ტოლერანტულები ვიყავით". – ამბობს ლუკაშენკო.

"უბრალოდ არ უნდა ნანობდეთ. კიდევ 100 წელი მუხლებზე უნდა იდგეთ ბელარუსი ხალხის წინაშე და ილოცოთ, რომ იმ ომის (მეორე მსოფლიო ომის) შემდეგ დაბადება შეძელით. ყველაფერს უნდა აკეთებდეთ იმისთვის, რომ ჩვენს გულებსა და სულებში იმ ომის ჭრილობები შეგვიხორცოთ. კი არ უნდა გვგუდავდეთ. ხელის გულზე უნდა გვატაროთ გერმანელებო, პოლონელებო, ეგრეთ წოდებულო ევროკავშირო. რადგან ჩვენ თქვენ ყავისფერი ჭირისგან (ფაშიზმისგან) გიხსენით. მთელს საბჭოთა ხალხთან ერთად მონებად ივლიდით, მათ რომ გაემარჯვათ". – დაამატა ალექსანდრ ლუკაშენკომ.


2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები