საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 923 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.04%, ბოლო 14 დღის - 2.42%, ბოლო 7 დღის - 2.49%.
ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან თბილისში 469 გამოვლინდა, აჭარაში - 24, იმერეთში - 69, ქვემო ქართლში - 50, შიდა ქართლში - 29, გურიაში - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 50, კახეთში - 59, მცხეთა-მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799, საიდანაც 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 593 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 583 პირი - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 674 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პაციენტი.
23 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 360 828 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 გარდაიცვალა.





