კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: ვაქცინების დეფიციტის კატასტროფა ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება, იყოს

ვაქცინაციის პროცესში მთავარი პრობლემა, მისი დაწყებიდან, იყო ვაქცინების დეფიციტი. რაც მალე გაუსწორებს თვალს ხელისუფლება ამას და სიმართლეს ეტყვის მოქალაქეებს, მით უკეთესი იქნება. განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ვაქცინაციის პროცესი მაშინ, როდესაც რეალურად რეგულაციები მოხსნილია, იგულისხმება კომენდანტის საათი, პირბადეების გამოყენება. ამ ფონზე ვაქცინების მცირედი დეფიციტი და შეფერხებაც კი, და არა ის კატასტროფა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს ჩვენთვის, განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბერში. 

ვაქცინაცია არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მის შესრულებაზე არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, არც მეტი, არც ნაკლები. არც ეკონომიკაზეა საუბარი, არც ქვეყნის გახსნაზე – ადამიანების სიცოცხლე არის დამოკიდებული დღეს ვაქცინაციის გამართულობაზე.

ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახო კალოიანი. ათობით მოქალაქემ, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა, 21 ივლისს მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ვაქცინებთან დაკავშირებული შეფერხების გამო, ისინი აცრას ვერ შეძლებდნენ. NCDC კითხვებს არ პასუხობს. 

კომენტარები