ვანდალიზმი

თბილისში VIII-IX საუკუნეების არაბული წარწერა ცხელი გუდრონით გადაშალეს

Tsira Elisashvili

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე VIII-IX საუკუნეების არაბული წარწერა ცხელი გუდრონით გადაშალეს. ინფორმაციას და დაზიანების ამსახველ ფოტოს ტფილისის ჰამქრის წარმომადგენელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ავრცელებს. ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისივე ცნობით, მინა, რომელიც წარწერას წლების განმავლობაში იცავდა, მოხსნილია. 

"წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მერვე-მეცხრე საუკუნეების მიჯნაზე.ეს წარწერა ქვიშაქვაზეა გაკეთებული. ქვიშაქვა რბილი და პრობლემური ქვაა, გამოქარვისა და გაფხვიერებისკენ მიდრეკილი.

ვიღაც ვანდალმა გადაწყვიტა თბილისში არაბული კვალის მოსპობა და ცხელი გუდრონით გადაშალა წარწერა! ეს არის კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 31-ს დარღვევა, რაც ძეგლის განზრახ დაზიანებას ნიშნავს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით!!!". – წერს ელისაშვილი. 

კომენტარები