ვანდალიზმი

კულტურის სამინისტრო: დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო

Tsira Elisashvili

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით  დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენით სამუშაოების დაწყების ნებართვა გაცემულია და უკვე მიმდინარეობს. 

"მინდა, მადლობა გადავუხადო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს. მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს".- ამბობს წულუკიანი. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილზე სპეციალისტი უკვე მუშაობს. 

თბილისში VIII-IX საუკუნეების არაბული წარწერა ცხელი გუდრონით გადაშალეს. ინფორმაცია და დაზიანების ამსახველ ფოტო ტფილისის ჰამქრის წარმომადგენელმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, მინა, რომელიც წარწერას წლების განმავლობაში იცავდა, მოხსნილია.  

კომენტარები