პრაიდის კვირეული

თაბაგარი კობახიძეზე: სამარცხვინოა, კოჭს უგორებს საპატრიარქოს და კრემლის მასხარა ვასაძეს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"ირაკლი კობახიძის განცხადება ყოვლად სამარცხვინო იყო, ეს პირდაპირ კოჭს უგორებს საპატრიარქოს, კოჭს უგორებს რუსეთის, კრემლის მასხარა ლევან ვასაძეს". – ასე ეხმაურება თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს, თქვა, რომ "ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე"

თაბაგარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ კონსტიტუციონალისტი და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ავტორი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, ფეხქვეშ თელავს საქართველოს უმთავრეს კანონს. ეს კი, თაბაგარის თქმით, იმ უნიათობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომელსაც ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს.

"საქართველოს კანონმდებლობით შეკრების და მანიფესტაციის უფლებას არ სჭირდება ნებართვა, ჩვენ არ ვცხოვრობთ რუსეთში და, შესაბამისად, ირაკლი კობახიძე ვერ გააუქმებს ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას". – ამბობს გიორგი თაბაგარი.

კომენტარები