კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 741 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.36%-ია

iStock [illustration]

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 350 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 945 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

17 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 342 720 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.

კომენტარები