ისლამოფობია

სონღულაშვილი: ქრისტიანებმა უნდა შევაგროვოთ ფული და ავუშენოთ მუსლიმებს მეჩეთი

როდესაც საქართველოზე არის ლაპარაკი, როდესაც სამუსლიმანო საქართველო შემოუერთდა დანარჩენ საქართველოს, მაშინ ასე ამბობდნენ, 1878 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა მიმართა აჭარელ ხალხს და უთხრა, რომ თქვენ დაბრუნდით სამშობლოში და ჩვენ როგორც ქრისტიანი ქართველები, ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თქვენი რელიგია, თქვენი კულტურა, თქვენი თავისებურება იქნება სრულიად დაცული. ჩვენ ეს პირობა ვერ შევუსრულეთ. ჩვენ ხელვყავით მათი რელიგია, მათი თავისებურებები და ხშირ შემთხვევაში ადამიანის ღირსება. ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა მოუხადოს ბოდიში აჭარელ მუსლიმებს, ჩვენს დებსა და ძმებს იმ შეურაცხყოფისათვის, რომელიც მათ განიცადეს ბოლო წლების განმავლობაში. ეს ძალიან მარტივია. ბოდიშის მოხდა არ არის სისუსტის ნიშანი, ეს არის სიძლიერისა და ღირსების ნიშანი. თუ გნებავთ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის რეცეპტი იმისათვის, რომ მოახდინო მუსლიმი ახალგაზრდების რადიკალიზება, როდესაც ადამიანის ღირსებას ხელყოფ, უფლებებს ართმევ, ახალგაზრდას, რომელსაც არ აქვს დიდი გამოცდილება და ვერც მოსთხოვ, მას რჩება ერთი გზა, რომ თვითონ იპოვოს გამოსავალი, რომელიც მაინც და მაინც მისაღები არ არის. მე მგონია, ჩვენს ქვეყანაში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მე მგონია, რომ ჩვენ ქრისტიანმა ქართველებმა უნდა შევაგროვოთ ფული და უნდა ავუშენოთ მუსლიმებს მეჩეთი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი გადაცემაში თეორემა

კომენტარები