ისლამოფობია

ქარტია: იმედის წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია

იმედი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილებით, იმედის წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა ქარტიის მე-7 - დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია. 

ისლამოფობიური ინტერვიუ ტელეკომპანია იმედის ეთერში 15 ივნისს გავიდა. მოცეკვავე თეა დარჩიამ თქვა, რომ "ქართველები ყურანს სწავლობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის", წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა კი ისლამოფობიური ინტერვიუსა და "განცდების გულწრფელად გაზიარებისთვის" მადლობა გადაუხადა.  

"ქარტიას გურამ კახაძემ მომართა. სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 15 ივნისს გავიდა და ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას, რესპონდენტ თეა დარჩიას მხრიდან ისმოდა ისლამოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, რაზეც ჟურნალისტს არ მოუხდენია სათანადო რეაგირება. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება". – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

კომენტარები