რუსული ოკუპაცია

გახელაძის ცოლი: 23-დან აქციების გამართვას ვაპირებთ, ზაზას მამა გზებს ეძებს, როგორ გადავიდეს

23-ში ზაზას დაბადების დღეა და 23-დან ვაპირებთ აქციების გამართვას. ზაზას მამას დაგეგმილი აქვს, გზებს ეძებს, როგორ გადავიდეს. იმ გზას დავადგები, რა გზაც გაიარა ზაზამო. დაბადების დღეს ერთად გავატარებთ მე და ჩემი შვილიო, იქ შევხვდებითო. მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრისგან მივიღეთ მორიგი ტყუილი, ვეღარ დაგვისახელებენ დროს, რომ მოგვცენ იმედი, თუნდაც ფუჭი. 

ზაზა რომ ყოფილიყო ვიღაც გავლენიანი კაცის შვილი, ამას მალევე გააკეთებდნენ. მალევე გამონახავენ გზებს და არ მოუნდებოდათ 341-ე დღე, 344-ე დღე. ჩვენ დღეებს ვითვლით და ისინი წუთებს დაითვლიდნენ

ამბობს ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი TV პირველთან. 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები