დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

IDF-ის თავდასხმა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ცეცხლოვან ბუშტებს მოჰყვა [ფოტოები]

ისლამური ჯიჰადის მხარდამჭერები ამზადებენ ცეცხლის გამჩენ ბუშტებს ისრაელის მიმართულებით გასაშვებად, 2021 წლის 15 ივნისი
The Times of Israel

სანამ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზის სექტორზე იერიშს მიიტანდა, პალესტინური ანკლავიდან დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით აალებადი ნივთიერებით გაბერილი ბუშტები გაუშვეს

ბუშტებმა რამდენიმე ხანძარი გააჩინეს. 

პალესტინური დაჯგუფებების თავდასხმები იერუსალიმში ებრაელთა მიერ დროშის მსვლელობის ჩატარებას მოჰყვა. წინა დღეებში ჰამასს და ისლამური ჯიჰადი ისრაელს ემუქრებოდნენ, თუკი ეს პროცესია ჩატარდებოდა. დროშის მსვლელობა 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პროცესი ჰამასის სარაკეტო თავდასხმების დაწყებამ შეაჩერა.

პარალელურად მოხდა ხელჩართული შეტაკებები ღაზის საზღვარზე მცხოვრებ პალესტინელებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის. 

ამ ქმედებებს მოჰყვა ისრაელის სარაკეტო თავდასხმა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელმა ჰამასი ეგვიპტის შუამავლობით გააფრთხილა, რომ ღაზიდან ნებისმიერ თავდასხმას უცებ და უხეშად უპასუხებდნენ. ისრაელის ახალი პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი, აალებადი ბუშტებით თავდასხმებზე ყოველთვის ძლიერი საპასუხო შეტევის მომხრე იყო. ამიტომ, Channel 13-ის მიხედვით, ეგვიპტემ ჰამასს სთხოვა, რომ კვლავ არ გამოეწვიათ ესკალაცია, მსგავსი ქმედება კაიროს შეაშფოთებდა ისრაელის ახალი პრემიერმინისტრი კი უხეშ პასუხს გასცემდა თავდასხმებს. 


10 მაისს სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღე გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირსპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

კომენტარები