დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ცოცხალი ფარები – როგორ იმარჯვებს ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ბრძოლაში 

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ცოცხალი ფარები – როგორ იმარჯვებს ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ბრძოლაში 

10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, პალესტინის ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ჰამასმა ეს სიმბოლური დღე აირჩია ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების განახლებისთვის და  3 000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რასაც ისრაელის საპასუხო დარტყმები მოჰყვა. შედეგად, მსხვერპლის რიცხვი დღითი დღე იზრდება, ხოლო პალესტინაში დაღუპულთა რიცხვმა უკვე  197- მიაღწია, საიდანაც 47 არასრულწლოვანია. რატომ ესხმის თავს ჰამასი მასზე გაცილებით უფრო ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოს?  

ჰამასს ორი მთავარი ამოცანა აქვს - მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და, ამავდროულად, ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს პალესტინის შიგნითაც - 2006 წელს არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ის არ შეუშვეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში (PLO), რომელიც მმართველობის მთავარ ორგანოს წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ ისრაელზე თავდასხმა  პალესტინის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების გაუქმებას  მოჰყვა (2006 წლის შემდეგ ეს პირველი არჩევნებიუნდა ყოფილიყო). წინასწარი გამოკითხვების მიხედვით (PSR), პალესტინის ორი მთავარი პარტია - ჰამასი და ფათჰი ხმების დაახლოებით 30-30%- იღებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰამასი PLO-ში შესვლას შეძლებდა. ამის თავიდან აცილებას კი პალესტინის პრეზიდენტი და ფათჰის ლიდერი მაჰმუდ აბასი წლებია, ცდილობს, ვინაიდან PLO-ში შესვლით ჰამასი ძალაუფლებას ეროვნულ დონეზე გაიფორმებს

მაჰმუდ აბასის გადაწყვეტილებაც არჩევნების გაუქმების შესახებ ჰამასის პოლიტიკიდან გარიყვის მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ისრაელზე თავდასხმა ჰამასის მხრიდან იმის მტკიცებაა, რომ ფათჰის მცდელობების მიუხედავად, სწორედ თვითონ არის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ცენტრში. ამ განაცხადს კი ორი რამ აძლიერებს: დიდი მასშტაბის საერთაშორისო ყურადღება როგორც მედიის, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან და ისრაელის მონსტრად წარმოჩენა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც  მისი მთავარი კონკურენტი პარტია ფათჰი უფრო კეთილგანწყობილია ისრაელის მიმართ

ამ მიზნით ჰამასი ეფექტიანად იყენებს ცოცხალი ფარის ტაქტიკას, რაშიც ხელს უწყობს პალესტინის მჭიდრო დასახლებაც. შემთხვევითი არ არის, რომ ჰამასის ლიდერები სამხედრო ბანაკად ხალხმრავალ დასახლებებს ირჩევენ. მართალიადაბომბვამდე ისრაელი გამაფრთხილებელ სიგნალებს უშვებს, მაგრამ მოსახლეობას წასასვლელი არ აქვს, ვინაიდან ჰამასმა პალესტინა სამხედრო პოლიგონად აქცია. მეტიც, ზოგ შემთხვევაში განზრახ უშვებდა მოსახლეობას დაუცველ ტერიტორიებზეთუმცა ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები იშვიათად საუბრობენ.  

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ასე განმარტავს ცოცხალი ფარის ტაქტიკას: სამხედრო სამიზნეების დასაცავად მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენება, რომელსაც არ გააჩნია იმუნიტეტი სამხედრო ოპერაციებში. სხვა სიტყვებით, ომში "ცოცხალი ფარი“ იცავს ადამიანებს, ობიექტებს, ტერიტორიებს, ყველაფერს, რაც სამხედრო თავდასხმის რისკის ქვეშაა, თუმცა ამას ის საკუთარი დაუცველობის ხარჯზე აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებით თუ უნებლიეთ სამოქალაქო პირი ომის  ინსტრუმენტი ხდება. ამ ტაქტიკით ჰამასი ისრაელს ტექნოლოგიური და სამხედრო უპირატესობის გამოყენებას უზღუდავს და  საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში ახვევს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 2014 წლის ივლისში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაცია ურღვევი კლდე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დაპირისპირებად ითვლება ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში, სულ მცირე 2 251 პალესტინელი მსხვერპლით, საიდანაც 67% სამოქალაქო პირია. ამ ოპერაციიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ წარმოადგინა ფოტომასალა, რომელშიც ჩანს,  პალესტინის კონტროლირებად ტერიტორიაზე  როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები რაკეტის გამშვებთან ახლოს, მაშინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ  ისრაელი ებრძოდა ძალას, რომელიც ადამიანებს ინსტრუმენტად იყენებდა.

ჰამასმა განზრახ განათავსა თავისი რაკეტები იქ, სადაც პალესტინელი ბავშვები ცხოვრობენ და თამაშობენ”. - ამბობდა ნეთანიაჰუ.

5 წლის შემდეგ, 2019 წელს NATO- გამოქვეყებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჰამასი მართლაც იყენებდა ადამიანებს ცოცხალ ფარად. 2014 წლის 8 ივლისს, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება გასცეს, პალესტინელი სამოქალაქო პირები იმ შენობის სახურავზე ავიდნენ, რომელიც თავდასხმის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. თავის დროზე არც გაეროს და არც  Amnesty International-ის ყურადღება ამ ფაქტებს არ მიუპყრია და მათ ანგარიშებში რიგი ბრალდებები ცოცხალ ფარებთან დაკავშირებით მხოლოდ ისრაელის თავდაცვითი ძალების პირით არის გაჟღერებული, ისე, რომ ამის შესახებ გამოძიება არ დაწყებულა. მეორე მხრივ, 10-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ და, ასევე, Amnesty International-მა მოითხოვა გამოძიება ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიკერძოებული არჩევანის არგუმენტს აძლიერებს ისრაელისა და რუსეთის მაგალითი2014 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველმა კომისიამ ისრაელის კრიტიკას 6 რეზოლუცია მიუძღვნა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო თავდასხმის ინიციატორი ჰამასი იყო. მეორე მხრივ, ამავე წელს, დაახლოებით  4 თვით ადრე, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინათუმცა, არც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას და არც გენერალურ ასამბლეას ერთი რეზოლუციაც კი არ მიუღიათ რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა

ჰამასის მიერ ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენების ტაქტიკას გრძელი ისტორია აქვს, მათ შორისნატოს ანგარიშშივე ვკითხულობთ, რომ 2008-2009 წწ. დაპირისპირებაში სამხედრო აღჭურვილობებისა და დანადგარების შესანახად ჰამასი სკოლებს, სახლებს, საავადმყოფოებსა და მეჩეთებსაც კი იყენებდა. ამ  ტაქტიკას იგი განსაკუთრებით ეფექტიანად მიწისქვეშა გვირაბების დასაცავად იყენებს. ეს გვირაბები პალესტინისთვის სამხედრო და ფინანსური რესურსების მთავარ წყაროს წარმოადენს, განსაკუთრებით ეგვიპტის საზღვართან, ქალაქ რაფას ახლოს მდებარე მიწისქვეშა გზები. ისრაელის შეტევებისგან მათ დასაცავად კი, ჰამასი  გათხრების სამუშაოებში სამოქალაქო პირებს რთავს, ან გვირაბები საცხოვრებელი სახლების ახლოს გაჰყავსამის სანაცვლოდ მოსახლეობა ფულს იღებს. სულ პალესტინაში ასეთი 400-600 გვირაბია - უმეტესობას ჰამასი აკონტროლებს. ეს მაშინ, როდესაც, ღაზაში არ არის გამოყოფილი ბუნკერები ომის დროს  მოქალაქეების შესაფარებლად

მიუხედავად იმისა, რომ ეს გვირაბები ცალკეული პირებისთვის ფულის მოგების მთავარი წყაროა, კონფლიქტის პერიოდში ეს წერტილები ყველაზე უფრო დაუცველია. მართალია, ისრაელის თავდაცვის ძალები სამოქალაქო გამოყენების გვირაბებს თავს არ ესხმიან, მაგრამ დაპირისპირების დროს შეუძლებელი ხდება სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების გვირაბების გარჩევა ერთმანეთისგან. ამიტომ ჰამასის ამ ტექნიკის წყალობით, ისრაელს არ შეუძლია მეტოქისთვის სამხედრო წყაროების დროულად მოსპობა და მათ გასანადგურებლად ხშირად უწევს სახმელეთო ძალების გამოყენება ტრადიციული მეთოდებით, ვინაიდან საჰაერო თავდასხმების დროს მსხვერპლი უფრო დიდია.

გარდა იმისა, რომ ჰამასი აქტიურად იყენებს მოსახლეობას ცოცხალ ფარად თავდასხმებისას, კონფლიქტის დასრულების შემდგომ ის ცდილობს მონაცემებით მანიპულირებასაც, ამის ერთ-ერთი მაგალითია ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე ტერიტორიებზე პალესტინელი სამხედროების კვალის გაქრობაც. ეს მაშინ, როდესაც გაეროს სპეციალური ორგანო UNOCHA ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში მსხვერპლის შესაფასებლად ძირითადად სამ წყაროს ეყრდნობა, აქედან მხოლოდ ერთია ისრაელის ცენტრი “B’Tselem”, ორი კი პალესტინურია: ადამიანის უფლებების ცენტრი პალესტინაში (PCHR) და ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ამ ორ წყაროს შორის განსხვავება საგრძნობლად დიდია, მაგალითად, პალესტინური წყაროების მიხედვით, 2014 წლის ოპერაციის შედეგად მსხვერპლიდან 70% სამოქალაქო პირი იყო, ხოლო ისრაელის წყაროს მიხედვით - 36%. გაეროს ამ მონაცემებითაც კი, 2008 და 2014 წლის ომებში სამოქალაქო მსხვერპლის წილი უფრო მცირეა პალესტინაში, ვიდრე აშშ-ს მისიის შედეგად ერაყსა (IBC-ის მიხედვით 70% სამოქალაქო პირია, ხოლო ერაყულ წყაროებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალიადა ავღანეთში (ყოველ ერთ სამხედროზე 4 სამოქალაქო პირი იღუპებოდა). აშშ- ამ სამხედრო ოპერაციებს არავინ ეძახის გენოციდსა და მასობრივ მკვლელობებს, ხოლო ისრაელს აპართეიდის რეჟიმსაც კი ადარებენ

ისრაელი პირველი ქვეყანაა გაეროს კრიტიკული რეზოლუციების მიხედვით - 2012 წლიდან 2015 წლამდე გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციებიდან 83% ისრაელს მიემართებოდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, კუბის და ვენესუელის წინააღმდეგ ყველა რეზოლუცია ერთად. თავის მხრივ, ეს შედეგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ და რა სიხშირით აშუქებს მედია ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს. ასოშიეიტედ პრესის იერუსალიმის ბიუროს ყოფილი რეპორტიორი The Atlantic-ის სტატიაში წერს, რომ  2006 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში ისრაელის და პალესტინის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი რეპორტიორი მუშაობდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ყველა იმ ქვეყანაში ერთად, რომლებსაც არაბული გაზაფხულის ტალღა შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ სირიის სამოქალაქო ომს 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 190 000 ადამიანი შეეწირა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას  ყურადღება არ მოუდუნებია  და ამ 3 წლის განმავლობაშიც ისრაელის მიმართ უფრო მეტი რეზოლუცია გამოსცა, ვიდრე სირიის მიმართ.

ადამიანის უფლებათა დამცველების გადამეტებული ინტერესი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მიმართ არც Human Rights Watch-ის დამფუძნებელს, რობერტ ბერნშტეინს გამოჰპარვია. 2009 წელს ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში, მან ეს ორგანიზაცია ღიად დაადანაშაულა ისრაელის საწინააღმდეგო კამპანიასა და ტოტალიტარული სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების უგულებელყოფაშიამ კონფლიქტის მიმართ ყურადღება მხოლოდ კრიტიკული რეზოლუციებითა და მედიის მიერ გაშუქებით არ შემოიფარგლება, არამედ ფინანსური დახმარებებითაც გამოიხატება.

2014 წელს NGO Monitor-ის პრეზიდენტი გერალდ სტეინბერგი წერდა, რომ ევროკავშირი მთავარი დახმარების პროგრამით - დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის მთავარი ინსტრუმენტი (EIDHR) იმაზე მეტ რესურს დებდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში, ვიდრე ყველა სხვა კონფლიქტში.

“EIDHR-მა იმაზე მეტი ფული გადარიცხა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაში, ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა წერტილში - $11 მილიონზე მეტი. როგორც ჩანს, EIDHR-ისთვის ადამიანის უფლებების დარღვევა სირიასა და მსოფლიოს სხვა წერტილებში ნაკლებად მნიშვნელოვანია”. 

გამოდის, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად მსხვერპლი და დანაშაულის სიმძიმე, რამდენადაც მისი ჩამდენი. ამ შემთხვევაში ისრაელი "ბოროტი და დამპყრობელი ძალაა", რომელიც სუსტ სახელმწიფოს ჩაგრავს და, რაც მთავარია, ეს სუსტი სახელმწიფო ყოფილი კოლონიაა. ამსენტიმენტსისიც ადასტურებს, რომ ევროპულ პრესაში გაცილებით უფრო მძლავრია პროპალესტინური ნარატივები, ვიდრე, მაგალითად, აშშ- პრესაში.

ეს დამოკიდებულება პირველ რიგში ჰამასის წისქვილზე ასხამს წყალს. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ყოფნას ახერხებს, ამ პროცესების განმავლობაში მას დაჩაგრულის როლი აქვს შეთავსებული - პალესტინის შიგნით ის ფათჰის უსამართლობის მსხვერპლია, გარედან კი დიდი სახელმწიფო ავიწროებს. შედეგად, მმართველობის მიღმა დარჩენილი ჰამასი თავის მიზანს აღწევს, ის არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ცენტრშია, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენაა მიმართული.  

კომენტარები