პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია მეზვრიშვილს: გახარიას რომ ბრალი წაუყენონ, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ?

"ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ? გუშინწინ რომ მეკითხა, მეტყოდით, კიო" - ჰკითხა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრს, ნათია მეზვრიშვილს. 

მეზვრიშვილი კითხვაზე პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ "სასამართლოში უამრავი პრობლემაა".

"არ გაქვთ იმედი? გიჭირთ პასუხის გაცემა. გუშინ პრემიერის გუნდში იყო, თვითონაც იყო პოლიტიკური ფიგურა, დღეს ვერ მეუბნება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი აქვს. გუშინწინ რომ მეკითხა, მეტყოდა, კიო.

[...] ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, უნდა დავნერგოთ ქვეყანაში რაღაც სტანდარტი, რაღაც ნდობის, სიტყვის ფასის. ძალაუფლებისთვის იჩხუბეს, რაღაც სხვა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ან ოლიგარქი გაბრაზდა - მეფე გაუბრაზდა ვეზირს. გადახტნენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბოროტებაა, ოღონდ გუშინაც ბოროტება იყო, ოღონდ გუშინ ამას არ ვამბობდი, ზეგ თუ დავლაგდით, ისევ მოკავშირეები ვიქნებით - ამის ნდობა არ შეიძლება და ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს". - ამბობს ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

გუშინ, 14 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე თქვა, რომ მას ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მიზეზი ჰქონდა. კოაბახიძე ასევე ეჭვობს, რომ 20 ივნისს გახარიას ქმედებები სააკაშვილთან იყო დაკავშირებული და "დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან".

კომენტარები