20 ივნისი

ბოკერია კობახიძეზე: გახარიას ევროპული საქართველოს კრიტიკის ციტირებით ამხელს

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ ის გიორგი გახარიას ევროპული საქართველოს კრიტიკის ციტირებით ამხელს და "ოცნება" ამაში ლოგიკურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს.

ამიტომ მახსენდება ხოლმე ორუელი, 1984-ში არის, რომ პერიოდულად რომელიღაც სახელმწიფო ტირანიის მტერია, მერე ისტორია გადაიწერება - მოყვარე ხდება, შეიძლება, ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე სიმართლე. ასეთი ამბავია. 

ამ "სიმართლეს" ამბობს, რადგან პერსონალური, ფრაქციული დაპირისპირებაა ამ ორ დაჯგუფებას შორის. რომ არ ყოფილიყო დაჯგუფება, ზუსტად იმავე საკითხზე იტყოდა საპირისპიროს. პოლიტიკურად და ყველანაირად უსინდისო რომ არის, ეს კი არ არის ტესტი, ის არის, რომ ივანიშვილმა მოახერხა, ჩვენი პოლიტიკური დისკუსია ამ ზღვრებს გასცდა - მოსულა, რომ გუშინ სრულიად საწინააღმდეგოს იძახდეს ადამიანი, მეორე დღეს იმავეს ხელისუფლებაში მყოფი კობახიძე ან გახარია და ამაში პრობლემას ვერ ხედავდეს თავისი თავისთვის, იმიტომ, რომ ანგარიშვალდებულად არ თვლის მოქალაქეების წინაშე თავს, იმიტომ, რომ ყველაფერი მოსულა". - ამბობს  გიგა ბოკერია ფორმულასთან ინტერვიუში. 

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 14 ივნისს თქვა, რომ "20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან". 

"რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი [გიორგი გახარია]. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე - რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები". - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები