20 ივნისი

სალია 20 ივნისზე: გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო

სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და პოლიციის წარმომადგენლებზე.

რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად, ჩვენც ვეთანხმებით.

საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული.

თქვა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ექსპრემიერის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძე დაიკითხა. ჭოლაძემ კომისიაზე თქვა, რომ გახარიამ მანამ, სანამ აქციაზე სპეცსაშუალებების გამოყენება მოხდებოდა, ბახტაძეს მედიასთან კომენტარზე გასვლამდე თავად შეუდგინა მესიჯი, რომ მთავრობა არანაირ სპეცსაშუალებას არ გამოიყენებდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები