კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დაღმავალ ფერდზე ვართ, მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ

დაღმავალ ფერდზე ვართ. მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც​. ეპიდსიტუაცია მშვიდდება ისე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაში [...] პიკი გადავლილი გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დამშვიდების უფლება. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. შეიძლება, არავის არ გვინდა ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ აუცილებელია.

მეოთხე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუ ჩვენ არ დავიცავთ რეგულაციებს და არ ავიცრებით, მაგრამ თუ დავიცავთ და ავიცრებით, მაშინ მეოთხე ტალღა, დიდი ალბათობით, შეიძლება, არ იყოს.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აჭარაში გამართულ ბრიფინგზე, პირველი არხის ცნობით.

კომენტარები