კორონავირუსი საქართველოში

ხუციშვილი: 2020-21 წლებში ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი დაუჯდა

სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ჩართვა, ალბათ, მთავარი გამოწვევა იყო ჩვენთვის, დღევანდელი გადმოსახედიდან, თუნდაც გამოსახული ჯინის კოეფიციენტის ზრდაში, ვთვლი, რომ ჩვენი პროგრამები საკმაოდ ეფექტური იყო ამ კუთხით. გადასახადების დანაკლისმა შეადგინა 1.9 მილიარდი ლარი, ჯანდაცვის ხარჯები გაიზარდა 0.9 მილიარდით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებმა შეადგინეს 3 მილიარდი ლარი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი ლარი, ჯამში, 2020-21 წლებში ბიუჯეტს პანდემია დაუჯდა 7.2 მილიარდი ლარი. [...] მსგავსი მასშტაბის შოკი ჩვენს ეკონომიკას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლების შემდეგ, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, პარლამენტში მინისტრის საათზე.

კომენტარები