კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი

გარდა ახალი შემთხვევების რაოდენობებისა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება. თუ ჩვენ შევადარებთ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელს და გადარჩენის მაჩვენებელს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სულაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა და ევროპის 35 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ამ მხრივ რაიმე ჩავარდნაა, პირიქით მიღწევაა, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა სჯობნის ამ მთავარი მაჩვენებლებით ევროპის 35 ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს უეჭველად სერიოზული შედეგია. ამის მიუხედავად, 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

უკვე თამამად ვამბობ, გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში - იქ უფრო ადრე იყო მესამე ტალღის პიკი. ეს შტამი არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად უფრო მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტინგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ორჯერ უფრო, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები