გიორგი გახარია

გახარია: ვისთან შევქმნი კოალიციას, ქართველი ხალხი გადაწყვეტს

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, ვის შეუქმნის კოალიციას, ქართულ ოცნებას, თუ ოპოზიციას, უპასუხა, რომ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს.

"ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი პოლიტიკური ძალა, მმართველი, ოპოზიციური, შუაშისტი, ისეთი, ასეთი ცდილობს ადამიანები გამოიყვანოს ქუჩაში და ქუჩა გახადოს საქართველოში პოლიტიკური პროცესის ნაწილად. აი ყველა ერთად ცდილობს ბოლო სამი წელია. ვერ გამოყავთ, პარალელურად გაგანია პანდემიის პირობებში, ორი მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა, ჩემთვის ეს რას ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური შეგნება ბევრად უფრო მაღლაა, ვიდრე პოლიტიკური კლასის, ეს რას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ პოლიტიკური ელიტები ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს". – თქვა გახარიამ

კომენტარები