COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 023 შემთხვევა, დღიური დადებითობა – 3.47 %-ია, სულ ჩატარდა ტესტი. გამოჯანმრთელდა 510 პირი.
7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.92%.
გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა, ხოლო, დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.





