სახმელეთო საზღვრები

15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზა

15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

"აღდგა სარკინიგზო, სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავიზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს". – თქვა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ. 

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.

კომენტარები