საკოორდინატო საბჭო

1-ლი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით.

"საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირსიარ უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ უარყოფითი ტესტის საშუალებით, ამ შემთხვევაში პირები მომდევნო 72 საათის განმავლობაში ვალდებული იქნებიან განმეორებით ჩაიტარონ ტესტი".- ამბობს ღიბრაძე.

ამასთან ერთდ, იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოს საზღვრების კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

ამასთან ერთად, საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ.

კომენტარები